Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება რუმინულ ენერგოკომპანიაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საბაკალავრო საფეხურის მე-2, მე-3, მე-4 ან სამაგისტრო კურსის სტუდენტებს ნავთობისა და გაზის, მექანიკური და ელექტრო ინჟინერიის, გეოლოგიის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს რუმინულ ენერგო კომპანიაში 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს. სტაჟირების პერიოდი - მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტო.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატს მოეთხოვება:

 

  • ჩაბარებული სასწავლო გამოცდების 100%-იანი მაჩვენებელი;
  • თითოეულჩაბარებულ გამოცდაში  არანაკლებ 8/80/B  ქულა;
  • მაღალი მოტივაცია, გუნდური მუშაობის უნარი, მიზანსწრაფულობა, შედეგზე ორიენტირებულობა,  მაღალი პასუხიმგებლობა და ციფრული უნარები;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • CV
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან, გაცემული აკადემიური პერსონალის მიერ;
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სრული).

 

კანდიდატები შეირჩევიან ინგლისურენოვანი  წერითი დავალებით და გასაუბრებით.

პროგრამა დაფინანსებულია ენერგოკომპანიის მიერ. დაფინანსება მოიცავს სტიპენდიას, მგზავრობის და დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ მიმდინარე წლის 29 აპრილის ჩათვლით ელ. ფოსტაზე: konkursi@moesd.gov.ge.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.